უამინდობის გამო ფესტივალი „განდაგანა“ გადაიდო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, 24-25 ოქტომბრის ნაცვლად ფესტივალი ნოემბერში გაიმართება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ფესტივალის გამართვის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.