მშენებარე კორპუსები დევნილი ოჯახებისთვის

22 ოქტომბერი 2024, 13:50 193 ნახვა

თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, 11 კორპუსში 2 400 დევნილი ოჯახი  გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე მიიღებს.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის - სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში