რუსეთში დაკავებული ფრანგი მკლევარის ადვოკატები განაჩენს ასაჩივრებენ

22 ოქტომბერი 2024, 13:16 235 ნახვა

ფრანგი პოლიტიკური მკვლევარის ლორან ვინატიეს ადვოკატებმა  მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი   გაასაჩივრეს. ვინატიე მოსკოვის სასამართლომ ოქტომბერში დამნაშავედ ცნო რუსეთის "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის დარღვევაში და  სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

48 წლის ვინატიე ერთ-ერთია იმ რამდენიმე უცხოელს შორის, რომლებიც უკრაინის ომის გამო მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების დროს რუსეთში დააკავეს. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა  დაცვის მხარის თხოვნა პატიმრობის ნაცვლად მისი დაჯარიმების შესახებ. 

ფრანგი მკვლევარი რუსეთის უშიშროების სამსახურმა ივნისში დააკავა იმის გამო, რომ არ დარეგისტრირდა რუსეთში უცხოელ აგენტად, როცა  უცხოური დაზვერვის სამსახურებისთვის ღირებულ სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი