ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 50 შეტყობინება შევიდა

22 ოქტომბერი 2024, 10:11 267 ნახვა

დილიდან გამოიდარა ქობულეთშიც, თუმცა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურდა მუნიციპალიტეტის სოფელებში. როგორც მერიაში ამბობენ, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე  50 შემთხვევა ფიქსირდება. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და საგზაო ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენა.

ამ დროისთვის მცირე შეზღუდვებია სოფელ ჩაქვში, ბუკნარში, ჩაისუბანში, შუაღელესა  და ჭახათის თემში შემავალ გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც მცირე მეწყრული კერები ფიქსირდება.

მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა  წმენდს შიდა გზებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში