მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,51%-ის შედეგებით, სანდუს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 42,07%-მა.
26,27%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი. მისი და სანდუს მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება 20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე.
შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით დადებითად უპასუხა 50,08%-მა.