დასრულდა ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის. აჭარის გოგონათა ნაკრებმა ფინალში თბილისის „გორდა“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ფინალში „ქუთაისს“ დაუპირისპირდნენ, 2:3 დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ჩვენი ფრენბურთელები ბათუმში დღეს საღამოს დაბრუნდებიან და დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონატზე მათი ასპარეზობის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.