ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

21 ოქტომბერი 2024, 10:32 270 ნახვა

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი