100 წლის იუბილეზე

12 აპრილი 2017, 00:00 2910 ნახვა

 ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრებ ფატყუმე დიასამიძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. მას 12 შვილი, 16 შვილიშვილი და 16  შვილთაშვილი  ჰყავს.  

აჭარაში საუკუნეს გადაცილებული 28 მოქალაქე ცხოვრობს, შვიდ მათგანს, 2017 წლის განმავლობაში, 100 წელი შეუსრულდება. რეგიონში მცხოვრებთაგან ყველაზე უხუცესი ფიქრიე ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში  ცხოვრობს, მას 112 წელი ივლისში შეუსრულდება. პროგრამის   ,,100 წელს გადაცილებულ მოქლაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში,  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქალბატონს  ათასი ლარი გადასცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი