ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

20 ოქტომბერი 2024, 19:55 600 ნახვა

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის პროგრამაში იყო ტრადიციული მუსიკის საღამოები, ფილმის ჩვენება და სამეცნიერო კონფერენცია.
წელს კონფერენციას 30-მდე მონაწილე ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ეთნომუსიკის სფეროს სიახლეები და კვლევები გააცნეს კოლეგებს. ფესტივალი დასრულდა კონცერტით, რომელშიც მუსიკოსები მონაწილეობდნენ როგორც საქართველოდან, ასევე უნგრეთიდან და ნიდერლანდებიდან.  
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეცხრამეტედ ჩატარდა. ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში