პუტინს ვუთხარი: თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ - დონალდ ტრამპი

20 ოქტომბერი 2024, 18:58 352 ნახვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.

„ვუთხარი: მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, არანაირი“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას და არ მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად.

„პრეზიდენტი სი პატივს მცემს და მან იცის, რომ გიჟი ვარ",- აღნიშნა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი