წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

19 ოქტომბერი 2024, 17:56 345 ნახვა

„ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში 1918 -1921 წლები“ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო დღეს  ბათუმის უნივერსიტეტში. იგი ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს თავად ავტორმა ლელა სარალიძემ გააცნო და ისაუბრა მასში შემავალ კვლევებსა და წყაროებზე, რომელიც იმდროინდელი ბათუმის რეალურ ისტორიას ასახავს. მათ შორის მუდროსის ზავის შემდგომ მოვლენებს და აჭარის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნებას.

პროცესთან დაკავშირებით არაერთი ვერსია არსებობს.  წიგნის პრეზენტაცია    „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და იგი ორგანიზატორების შეფასებით  სამეცნიერო ნაშრომია, რომლის იდეაც სწორედ მსგავსი შეხვედრების შედეგად გაჩნდა. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში მოეწყო და მას უნივერსიტეტმა უკვე მესამედ უმასპინძლა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში