საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა. სტუმრები საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე გაეცნენ ბარგის სკანირების პროცესს და საბაჟო პროცედურებს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს საზღვრებზე, ჯამში, უკვე დამონტაჟებულია შვიდი რენტგენოინსპექტირების აპარატი. როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, აღნიშნა, ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული საბაჟო ინსპექტირების აპარატურა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს მუშაობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.