ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში ჯარისკაცებს გზავნის - სამხრეთ კორეის დაზვერვა

19 ოქტომბერი 2024, 14:32 304 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო, - ამის შესახებ, ინფორმაციას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს.

სეულში ფხენიანის ამ ქმედებას საფრთხედ აფასებენ და საერთაშორისო საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ომში, შესაძლოა, 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ჩაერთოს.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, რუსეთში 1 500 ჯარისკაცი უკვე ჩავიდა, ხოლო, საბოლოო რიცხვი, შესაძლოა, 12 000-მდე გაიზარდოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი