ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში ალიანსს შეუერთდება და ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი იქნება. ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც ააშენებს ხიდს უკრაინის ნატოში წევრობისთვის.
უკრაინული მედია წერს, რომ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ხუთი პუნქტისგან შედგება და რეალურად ის არის გეგმა, რომელიც რუსეთს მშვიდობას აიძულებს.