ახალი საბავშვო ბაღი ხალაში

16 ოქტომბერი 2024, 14:04 268 ნახვა

105 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა ქობულეთში სოფელ ხალაში. სკოლამდელი დაწესებულების ახალი შენობის გახსნამდე ბაღის აღსაზრდელები წლებია სოფლის კულტურის სახლის შენობაში დაჰყავდათ, სადაც ბაღი დროებით იყო მოწყობილი.

მშობლების და პედაგოგების თქმით, აღნიშნულ სივრცეში არ იყო ბავშვებისთვის განკუთვნილი გარემო შექმნილი და დარღვეული იყო საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი ყველანაირი სტანდარტი.

ახალი საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობისთვის და აღჭურვისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3-მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში