მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კანდელარია ლოქსიჩის მერს საკუთარი სახლის წინ თავს დაესხნენ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ოქტომბერში ეს უკვე მეორე ინციდენტია, როცა მექსიკაში ქალაქის მერს კლავენ.
გუბერნატორის თქმით, პროკურატურა იძიებს დანაშაულს და ის დაუსჯელი არ დარჩება.
მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ძალადობის ესკალაციას უსაფრთხოების სტრატეგიით დაუპირისპირდება.