24-25 ოქტომბერს, ბათუმი ტრადიციულ ფესტივალს „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის ნიმუშებით იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ აჭარული კერძები, დაესწრონ ფოლკლორულ წარმოდგენებს, შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები და სოფლის ნობათი. გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.
ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.