საქართველოში მოახლოებული არჩევნები ჩვენი საქმე არ არის - პესკოვი

15 ოქტომბერი 2024, 14:05 237 ნახვა

კრემლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ საქართველოში მოახლოებული არჩევნები რუსეთის საქმე არ არის.    

„საქართველო ჩვენი მეზობელია. არის სირთულეები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ამავდროულად არ ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს ზეწოლა მოახდინონ მოქმედ ხელისუფლებაზე და პირდაპირი გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიაზე.

რაც შეგვეხება ჩვენ,  ჩვენ არანაირად არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას - აცხადებს პესკოვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში