უფასო სამედიცინო კვლევები 

15 ოქტომბერი 2024, 10:50 247 ნახვა

ბაქოს ქუჩაზე, 38 ნომერში მდებარე კლინიკა “აისი” უშვილო პაციენტებს უფასო კვლევებსა და დიაგნოსტიკას სთავაზობს. 19 ოქტომბერს კლინიკას თბილისის ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა “ანიმას” ექიმები ეწვევიან და პაციენტებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

კონსულტაცია უფასოა და მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ „აისს“ როგორც ადგილზე, ასევე წინასწარი ჩაწერით.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად კი უნდა დარეკოთ ნომერზე 591-06-06-05.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში