კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. საბჭომ ძველ ბათუმში რამდენიმე კერძო შენობის რეკონსტრუქციაზე, მიმდინარე პროექტებში ცვლილებებზე იმსჯელა. სხდომას საზოგადოება “ბათომის” წევრები ესწრებოდნენ. დღესვე გადაწყდა რეკონსტრუქციის ჩატარებამდე კაფე “ფანტაზიას“ შემოღობვა. გიორგი წეროძე ესწრებოდა სხდომას და მოგვიყვება, რა საკითხებს მოჰყვა კამათი.