"ოპერის ოქროს ხმა" - ანასტასია ბარონა გახდა

13 ოქტომბერი 2024, 11:50 276 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. "ოპერის ოქროს ხმა" - ანასტასია ბარონა გახდა. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ფინალურ კონცერტში ცამეტი საუკეთესო კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ საოპერო  არიები ორკესტრთან ერთად შეასრულეს. გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.

ფინალისტთა ნაწილმა მიწვევა  მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისგან, თეატრებისა და  საოპერო სტუდიებისგან მიიღეს.  კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 77 მომღერალი მონაწილეობდა.  ვოკალური კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა“ წელს მეორედ ჩატარდა. ის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის “ბათუმის რაფსოდიას“ ნაწილია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში