ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება

11 ოქტომბერი 2024, 17:21 286 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აეროპორტში განაცხადა, სადაც პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

3,5 კილომეტრიანი ზოლი საქართველოში პირველი, სრულიად ახალი და მასშტაბური ბილიკი იქნება, რომელიც აეროპორტს საშუალებას მისცემს ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მიიღოს.

ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი 240 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქამდე განხორციელებულ ყველა ინვესტიციას აღემატება.

პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი ბილიკი ტურიზმის განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასაც, რადგან შესაძლებელი გახდება ტვირთების საჰაერო გზით გადაზიდვაც.

ახალ 3,5კმ-იან  ზოლს სამშენებლო კომპანია “ანაგი” ააშენებს. სამუშაოებისთვის კომპანიას 18 თვიანი ვადა აქვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში