‘’აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’ - აგრარული ფორუმი გაიმართა დღეს ბათუმში. მისი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის ზრდაა.
ფორუმზე ასევე განიხილეს სექტორში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, პროგრამები, აგრობიზნესის პერსპექტივები და გამოწვევები, სოფლად ტურიზმის ტენდენციები.
ფორუმის მონაწილეები ასევე დაესწრნენ აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენას.