რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნა

10 ოქტომბერი 2024, 16:32 239 ნახვა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. ასევე განმარტავენ, რომ  სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში