საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - გამოხმაურებები

10 ოქტომბერი 2024, 15:00 278 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი აფასებს. მათი განცხადებით, უწყებამ „ქართული ოცნების“ დავალებით იმოქმედა და ისტორიული შანსი ქვეყნისთვის ეს კანონი აერიდებინა არ გამოიყენა. მესამე სექტორის განცხადებით, ბრძოლა გრძელდება და სიმართლის დამტკიცებას არსებითი განხილვის პროცესში შეეცდებიან.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ განმარტავენ, რომ კანონი რომ კონსტიტუციის ჩარჩოებშია ეს პირველ ეტაპზე დადასტურებულია. მათ შორის საუბრობენ სადავო 78-ე მუხლზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების  სარჩელი განსახილველად მიიღო, თუმცა კანონის მოქმედება არ შეუჩერებია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში