უკრაინა ადიღეში სამხედრო ბაზას დრონებით დაესხა თავს

10 ოქტომბერი 2024, 13:29 262 ნახვა

უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა  რუსეთში, ადიღეის რესპუბლიკის რეგიონში მდებარე ხანსკაიას სამხედრო ავიაბაზაზე. რეგიონის ხელმძღვანელმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ამავე რაიონის სოფელი როდნიკოვი ევაკუირებულია ხანძრის გამო, რომელიც დრონის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 47 დრონი ჩამოაგდო ღამით ყუბანის  ოლქში, რომელშიც ადიღე შედის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი