ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა.
ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელნაწერის ჩამოტანისას იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ასევე სასულიერო პირები.
იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი თავდაპირველად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ხოლო შემდეგ მის დეტალურად შესწავლაზე მეცნიერები იმუშავებენ.