გერმანიაში ბაიდენისა და ბლინკენის ვიზიტი ქარიშხალ მილტონის გამო გადაიდო - პენტაგონი

09 ოქტომბერი 2024, 13:58 253 ნახვა

გერმანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის გაუქმების გამო პენტაგონი 12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრის გადადებას განიხილავს. „ქარიშხალ „მილტონის“ გამო პრეზიდენტი ბაიდენი აღარ მიემგზავრება „რამშტაინის“ შეხვედრაზე - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიღებს მონაწილეობას 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც ქვეყნების ლიდერების დონეზე პირველად გაიმართება.

გერმანიაში არც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაფრინდება. თეთრი სახლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქარიშხალ „მილტონის“ გამო მიიღეს, რომელიც ფლორიდის შტატს ემუქრება.

თავის მხრივ პენტაგონის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გააუქმა ვაშინგტონში  დღეისთვის დაგეგმილი ვიზიტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი