იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ფუკუშირო ნუკაგა ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ 27 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.
შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ფუმიო კიშიდა შეცვალა.