სეულში საუკუნოვან ტრადიციაზე უარის სანაცვლოდ მთავრობისგან მეტ კომპენსაციას ითხოვენ

08 ოქტომბერი 2024, 13:40 297 ნახვა
00:00
00:00

ასობით სამხრეთ კორეელი შეიკრიბა სეულში პრეზიდენტის რეზიდენციასთან და მეტი  კომპენსაცია მოითხოვა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების ან გაყიდვის აკრძალვის გამო.

ზოგიერთმა მომიტინგემ ძაღლის ხორცის აკრძალვის გამო პროტესტის ნიშნად თავი გადაიპარსა.

გასულ თვეში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საკვებისთვის გამოყვანილი თითქმის ნახევარი მილიონი ძაღლის განთავსებას, ხოლო ფერმერებს გამოუყოფს სუბსიდიებს, რათა ისინი 2027 წლის დასაწყისში დაგეგმილი აკრძალვისთვის  მოემზადონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში