“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამა წარადგინა

08 ოქტომბერი 2024, 10:26 299 ნახვა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. პარტიის მიზნებსა და ამოცანებზე შტაბის ხელმძღვანელმა ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წელს  საქართველოში არსებული ავტორიტარიზმი შეიცვალა და დღეს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა არსებობს.

მომავალი 4 წლის განმავლობაში  კი უნდა მიიღონ დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ასევე პრემიერმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ხოლო თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გაგრძელება. 

ისაუბრა ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ გეგმაზეც. მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში