ბათუმის მერია კაფე ''ფანტაზიის'' დროებით გადახურვას და შემოღობვას გეგმავს

11 აპრილი 2017, 00:00 4926 ნახვა

ბათუმის მერია კაფე "ფანტაზიას" დროებით, მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვასა და შემოღობვას გეგმავს. ე.წ. "რვაფეხას" ირგვლივ სამუშაოების ჩატარების პროექტით, მერიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს დღეს მიმართა. გადაწყვეტილება საბჭომ დღესვე უნდა მიიღოს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კაფე "ფანტაზიის" რეაბილიტაციას "ქართუ" ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს, ამიტომ სამუშაოების დასაწყებად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მერიას მიმართა. "სამინისტრომ მოგვმართა ნებართვასთან დაკავშირებით, რომ შემომსაზღვრელი ღობე გაკეთებულიყო და ტენტის გადახურვის სამუშაოები ჩატარებულიყო. სამუშაოების ფარგლებში უნდა შესრულდეს ობიექტის წინა საპროექტო კვლევა"- განაცხადა  მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა  ირაკლი ახალაძემ. 

"რახან ითქვა, რომ კაფე "ფანტაზიას" რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს, დროებითი კონსტრუქციის აგების პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ჯერ პროექტი უნდა ვნახო", - აცხადებს ნინო ინაშვილი, რომელიც კაფეს რესტავრაციის მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფთან ერთად აქციებს მართავდა. მისი განცხადებით, შესაძლოა, ნაგებობის შესწავლამდე, დროებითმა კონსტრუქციამ ობიექტი წვიმისგან დაიცვას

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი