იცოდე შენი უფლებები - ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის

07 ოქტომბერი 2024, 14:08 103 ნახვა

იცოდე შენი უფლებები და ვალდებულებები - აჭარაში  მცხოვრები  მეწარმე ქალებისთვის ,საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვისა და  კერძო დამსაქმებლებისთვის  შრომის სამართალში  ტრენინგი ტარდება.  100-მდე  მონაწილეს სპეციალისტები  შრომის კოდექსში  შესულ უახლეს ცვლილებებს აცნობენ.  

განიხილავენ პრაქტიკაში გამოკვეთილ აქტუალურ საკითხებს,  როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომის ინსპექციის ფუნქცია და მენეჯმენტის  პასუხისმგებლობა და სხვა.

ორგანიზატორების განმარტებით,  მსგავსი აქტივობები  აჭარაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან    ერთი მხრივ ტურისტული, მეორე მხრივ   კომერციული და ბიზნესის თვალსაზრისით ერთ-ერთი  ყველაზე განვითარებულია და  დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყნის სხვა კუხეებთან შედარებით  მეტია.   

სწავლების მიზანი  ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით სოციალური და ეკონომიკური  უფლებების გაძლიერება,ასევე სამართლიანი საზოგადოებისა და  შრომის  პრაქტიკის  ჩამოყალიბებაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში