ბათუმში დაბადებულ სამ ტყუპს 3 000 ლარი გადაეცა

11 აპრილი 2017, 00:00 7403 ნახვა

ბათუმში დაბადებულ სამ ტყუპს აჭარის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 3 000 ლარი გადაეცა. პროგრამა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას იმ ოჯახებისთვის ითვალისწინებს, სადაც ტყუპები იბადებიან.

2017 წელს, აჭარაში ასეთი 16 ოჯახი აღმოჩნდა, მათგან სამი ტყუპი მხოლოდ 1 ოჯახს ჰყავს. სურმანიძეების ოჯახს, რომელსაც 12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 31 მარტს, 3 ტყუპი შეეძინა, მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

სახლში ამჟამად ორი ტყუპისცალი იმყოფება, ერთ პატარას, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება, უახლოეს დღეებში გამოწერენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში