კიბერუსაფრთხოების ფორუმი

07 ოქტომბერი 2024, 09:09 226 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, თბილისში კიბერ-უსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ გაიმართა. ღონისძიების ძირითად თემებს ციფრული აქტივების დასაცავად უახლესი მეთოდები, მონაცემთა მართვის ინოვაციური სტრატეგიები და მონაცემთა შენახვისა თუ დამუშავების უსაფრთხო გზები წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, პრეზენტაციები, კითხვა-პასუხის სესია და სემინარი. 

მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო რეგულაციებსა და  საქართველოს კანონმდებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში.

შეისწავლეს კიბერშეტევისა და ფიშინგის ამოცნობა,  ციფრული უსაფრთხოების შემოწმება რეალურ დროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში