ჯიმ ო’ბრაიანის განცხადება – შეფასება

05 ოქტომბერი 2024, 18:22 240 ნახვა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  ო"ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შტატები ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები. ო" ბრაიენის ამ გამოხმაურებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები შემზღუდავია და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. 

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს და პირიქით, იცავს მათ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი