რომან დოლიძე ხვალ იბრძოლებს

05 ოქტომბერი 2024, 14:53 83 ნახვა

6 აგვისტოს, გამთენიისას, UFC-ის ოქტაგონზე საქართველოს მორიგი წარმომადგენელი, რომან დოლიძე გამოვა, რომლის მოწინააღმდეგე კევინ ჰოლანდი იქნება.  ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში გაიმართება, რომლის რეიტინგში დოლიძე ამ დროისთვის მეათე ადგილზე იმყოფება. 

რომან დოლიძემ 16 ბრძოლა გამართა, საიდანაც 13 მოიგო, ხოლო 3-ში დამარცხდა.  დოლიძის კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი 2021 წლის ივნისიდან - 2022 წლის დეკემბრამდე იყო, როდესაც მან ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო.

ცნობისთვის,  "მეინ ქარდი" სწორედ აღნიშნული ბრძოლით გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლიძის გამარჯვების შემთხვევაში, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პოპულარობისა და მომავალში რეიტინგულ მეტოქესთან ბრძოლის პერსპექტივის თვალსაზრისით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი