საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში გამართულ „ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომაზე მსჯელობა წარიმართა ევროკავშირის ბიუჯეტისა და ეკონომიკური მმართველობის ჩარჩოს რეფორმირების შესახებ.
„ღონისძიება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის ორგანიზებით ბუდაპეშტში, 3-4 ოქტომბერს გაიმართა და მასში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.