ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე  შეხვედრა

03 ოქტომბერი 2024, 12:11 859 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე საშემოდგომო შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე  და საქართველოს მთავრობის მიერ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკაზე ისაუბრა. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირლანდიაში ქალაქ დუბლინში,  2-4 ოქტომბერს ტარდება.

სხდომის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო დებატები კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც კოლეგებს მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში