გამთენიისას ისრაელმა ცენტრალური ბეირუთი დაბომბა

03 ოქტომბერი 2024, 10:09 314 ნახვა
 

გამთენიისას ისრაელმა  ცენტრალური ბეირუთი დაბომბა. დაღუპულია ექვსი ადამიანი და დაშავებულია 8 მოქალაქე.

ისრაელის თავდაცვის ძალების „ცახალის“ განცხადებით, მან წერტილოვანი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. ავიაიერიშის  სამიზნე  ბეირუთის ცენტრში, ბაჩურას რაიონში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო. ძლიერი კვამლის სვეტები ლიბანის დედაქალაქის გარეუბნებიდანაც ჩანდა.

სამი რაკეტა ასევე მოხვდა დაჰიეს სამხრეთ გარეუბანში, სადაც გასულ კვირას  ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა დაიღუპა.

ლიბანური მხარის განცხადებით, დედაქალაქის  სამხრეთ გარეუბნები ისრაელის ათზე მეტი დარტყმის ქვეშ მოექცა. მისივე თქმით, ისრაელი ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც მის განადგურებას ცდილობს, მწვავე ომის შუაგულში იმყოფება. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ერთად დავდგებით და ღვთის წყალობით ერთად გავიმარჯვებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი