ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 186.5 მილიონი ლარის 6 პროექტი ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები ეტაპობრივად 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.