ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო

01 ოქტომბერი 2024, 11:18 253 ნახვა

ევროპული ინვესტიციით, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ამოქმედდა ქობულეთში. ახალმა საწარმომ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ადგილობრივ აგრომეურნეობებში ჩართული მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ასევე  ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის.

კომპანიას ასევე აქვს სამაცივრე მეურნეობა 3000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში