საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები და კარგი ტურისტული პოტენციალი - საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი

01 ოქტომბერი 2024, 11:21 235 ნახვა

საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები და კარგი ტურისტული პოტენციალი, – ამის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები აცხადებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიების მონაწილეთა შორის იყო.

„წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა. ყველას გვჭირდება მშვიდობა, რათა ვუბიძგოთ ტურისტებს, იმოგზაურონ, ვუბიძგოთ სხვადასხვა ერებს, დაამყარონ ერთმანეთთან კონტაქტი. ძველ თბილისში სეირნობისას უამრავი ტურისტი ვიხილე, ისინი ტკბებოდნენ ქალაქის სილამაზით. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები, აქ ზამთარში შესაძლებელია თხილამურებით სრიალი. გაქვთ უგემრიელესი კერძები. ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი ქართველი ხალხია ჩამოსვლის მომენტიდან აქ გვიღიმიან, ძალიან ხელგაშლილები არიან და ყველაფერში გვეხმარებიან“, – აცხადებს აჰმედ ალ ხატეები.

მან ინვესტიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ ფულს ვაბანდებთ და ვაშენებთ ახალ სასტუმროებს ახალ ტურისტულ, ადგილებს ახალი გამოცდილებებისათვის. ვასაქმებთ ახალგაზრდა ხალხს, რათა მოემსახურონ ჩამოსულ სტუმრებს. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის დახმარებით“, – განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

თბილისში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი