ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

01 ოქტომბერი 2024, 10:11 229 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ამყარებს.

„გულწრფელად გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაფართოებას და გაძლიერებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი