ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება

01 ოქტომბერი 2024, 09:41 391 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება.

„ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მეოთხე კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან ხუთი დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი