თურქეთში ავტოავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სტაციონარულ მკურნალობას რიზეს საავადმყოფოში გადიან. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებულები მოინახულეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და შუახევის გამგებელმა. ზაალ მიქელაძის განცხადებით სამედიცინო ხარჯებს მთავრობა აანაზღაურებს. რიზეში იმყოფება, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე.