რიზეში ჩავიდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარე სოფია ბაკურიძე. ისინი დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და კონსულს ხვდებიან. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ხარჯს უწყება აანაზღაურებს.