ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია

30 სექტემბერი 2024, 10:54 285 ნახვა

ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და გარეგანათების მოწყობა, ხოლო ასფალტის საფარი დაიგო ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ამავე ქუჩის მეორე შესახვევამდე.

ასევე ხახულის არხზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლები და აშენდა 15 ხიდი. სამუშაოები 2026 წლის მარტში დასრულდება.

პროექტის სრული ღირებულება 31 მილიონამდე ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი