ავარიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები რიზეს ცენტრალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ავტო საგზაო შემთხვევა რიზეს ტრასაზე გუშინ თურქეთის დროით 3 საათზე მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავებულია 5 მოქალაქე.