ირანი ლიბანს გვერდში დგომას ჰპირდება

29 სექტემბერი 2024, 14:37 206 ნახვა

ისრაელის მიერ ჰეზბოლას ლიდერის სეიედ ჰასან ნასრალას მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება-განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.   ირანის სახელმწიფო მედიასთან საუბრისას არაღჩიმ ლიბანს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ირანი ლიბანს გვერდში დაუდგება-თქვა მან და დასძინა, რომ ნასრალას სიკვდილი დიდი დანაკარგი იყო, მაგრამ ეს  ხელს შეუწყობს ჰეზბოლას კიდევ უფრო გაძლიერებასა და ისრაელის  კრახს დააჩქარებს. ნასრალას ლიკვიდაცია  ისრაელის სპეცსამსახურის მიერ ასობით დანაღმული პეიჯერისა და რაციის  აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.
ეს იყო წერტილოვანი დარტყმების სერიის კულმინაცია, რომელმაც გაანადგურა ჰეზბოლას მმართველთა საბჭოს ნახევარი და  მისი უმაღლესი სამხედრო სარდლობა გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში